17 წლამდე ლიგა - ვაშაძის გუნდმა, დილა დიდი ანაგრიშით დაამარცხა

17 წლამდე ლიგა - ვაშაძის გუნდმა, დილა დიდი ანაგრიშით დაამარცხა
18/03/2017

17 წლამდე ლიგა - ვაშაძის გუნდმა, დილა დიდი ანაგრიშით დაამარცხა

18 მარტს, საქართველოს 17 წლამდე ლიგის პირველ ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის ფეხბურთელებმა გორის დილა დაამარცხეს.

გორში გამართული დაპირისპირება, ვლადიმერ ვაშაძის ფეხბურთელებმა 7:0 მოიგეს.

 

დილას დუბლი ჯანაშიამ და ინჯგიამ შეუსრულეს, თითო-თითო გოლი კი ხარძიანმა, გობრონიძემ და ნადარეიშვილმა გაიტანეს.

ვაშაძის გუნდი, მომდევნო მატჩს 25 მარტს, გაგრას წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი (U 17): ანდრიაძე, მაღრაძე, შალამბერიძე, ცანავა, ქურდაძე (ქაჯაია 62), გოგია (აბრამაშილი 62), ნანობაშვილი (ფაილევანიანი 53), ჯანაშია, ინჯგია (ნადარეიშვილი), ხარძიანი, გობრონიძე (ჩიქოვანი 53)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე

more news