ლოკომოტივი - დინამო (თბ) - მედიის საყურადღებოდ

ლოკომოტივი - დინამო (თბ) - მედიის საყურადღებოდ
10/03/2017

ლოკომოტივი - დინამო (თბ) - მედიის საყურადღებოდ

შაბათს, 10 მარტს, საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტურში, თბილისის ლოკომოტივი დინამო თბილისს დაუპირისპირდება. გიორგი დევდარიანისა და კახა კაჭარავას გუნდების შეხვედრა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე დაიწყება.

მატჩზე დასასწრები აკრედიტაციების მიღება, პრესისა და ტელევიზიის ჟურნალისტებს, ასევე ფოტოგრაფებს, თამაშამდე 2 საათით ადრე შეეძლებათ. აკრედიტაციები გაიცემა, როგორც სტადიონის სალაროში (ჟურნალისტის/ფოტოგრაფის ბარათის წარდგენის შემდეგ), ასევე სტადიონის მედიაცენტრში.


თბილისის ლოკომოტივის პრესსამსახური.

more news