ამხანაგური მატჩი - ლოკომოტივი ბანანცთან დამარცხდა

ამხანაგური მატჩი - ლოკომოტივი ბანანცთან დამარცხდა
15/07/2017

ამხანაგური მატჩი - ლოკომოტივი ბანანცთან დამარცხდა

თბილისის ლოკომოტივი 15 ივლისს, ამხანაგურ მატჩში ერევანის ბანანცს დაუპირისპირდა და 3:4 დამარცხდა. საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება სტუმართა აქტიურობით დაიწყო.

 

ანგარიში მე-3 წუთზე ნენად ინაჩმა გახსნა. 32-ე და 34-ე წუთებზე, ბანანცმა კიდევ ორი გოლი გაიტანა. თავი გუკას პოღოსიანმა და ვაგან აივაზიანმა გამოიჩინეს.

 

პირველი ტაიმის მიწურულს ირაკლი სიხარულიძეს გატანა შეეძლო, მაგრამ ლოკოს ფორვარდმა პენალტი ვერ გამოიყენა.

 

მეორე ნახევარში ლოკომოტივმა სამი ბურთის გატანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. 57-ე წუთზე გიორგი გოროზიამ ერთი ბურთი გაქვითა. მე-60 წუთზე შეცვლაზე შესულმა ნოდარ ქავთარაძემ ბანანც კიდევ ერთი გოლი გაუტანა.

 

ანგარიში 78-ე წუთზე ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გაათანაბრა, რომელიც ლოკომოტივში ვარჯიშობს. მატჩის საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე მატვევ გიგანოვმა დააფიქსირა.

 

ეროვნული ლიგის დაწყებამდე ლოკომოტივი მეტ ამხანაგურ მატჩს აღარ გამართავს. მეორე წრის პირველ ტურში, გიორგი დევდარიანის გუნდი სტუმრად, ბათუმის დინამოს დაუპრისპირდება.

 

მატჩი ბათუმში, რაგბი არენას სტადიონზე 23 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.

 

ლოკომოტივი: თევდორაძე, ჩიტეიშვილი (ქავთარაძე 59), ქურდაძე (ანდრონიკაშვილი 70), რეხვიაშვილი (ხიდეშელი 70), უბილავა (კაპ) (კომახიძე 70), ჭანტურია (შეწირული 70), სამურკასოვი (გვალია 70), გოროზია, კიკნაძე (გაბრიჩიძე 70), კიკაბიძე (წულეისკირი 70), სიხარულიძე (დიასამიძე 46)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

more news