ამხანაგური მატჩი - ლოკომოტივმა დილა დაამარცხა

ამხანაგური მატჩი - ლოკომოტივმა დილა დაამარცხა
12/07/2017

ამხანაგური მატჩი - ლოკომოტივმა დილა დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა, საგურამოს ბაზაზე გორის დილასთან ამხანაგური მატჩი გამართა და 3:1 მოიგო.

 

წინა მატჩის მსგავსად, ლოკოს ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს ახალწვეულებმა გიორგი გოროზიამ და ლევან ქურდაძემ, ასევე მატჩში 27 წუთზე ჩაერთო ლაშა გვალია, რომელიც კარიერას ჩვენს გუნდში გააგრძელებს.

 

ანგარიში ლუკა კიკაბიძემ გახსნა და ლოკომოტივი დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს, გეგა დიასამიძემ გორელებს მეორე გოლი გაუტანა.

 

54-ე წუთზე, ლუკა ვარძელაშვილის საგოლე გადაცემით დიასამიძემ დუბლი შეასრულა. სტუმრებმა ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე გაიტანეს. თავი დავით კირკიტაძემ გამოიჩინა.

 

მომდევნო ამხანაგურ მატჩს, გიორგი დევდარიანის გუნდი15 ივლისს, სომხური ბანანცის წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი: თევდორაძე (ბექა ქურდაძე 46), ჩიტეიშვილი (ქავთარაძე), რეხვიაშვილი, ქურდაძე (ანდრონიკაშვილი 46), უბილავა (კაპ), ჭანტურია (ბარანოვი 46), კომახიძე (ვარძელაშვილი 46), დიასამიძე (წულეისკირი), კიკნაძე (გაბრიჩიძე), კიკაბიძე (ბუღრიძე 46), გოროზია (გვალია 27, შეწირული)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

more news