ლოკომოტივი - ტორპედო 14 აგვისტოს გაგრძელდება

ლოკომოტივი - ტორპედო 14 აგვისტოს გაგრძელდება
13/08/2017

ლოკომოტივი - ტორპედო 14 აგვისტოს გაგრძელდება

ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩი, თბილისის ლოკომოტივსა და ქუთაისის ტორპედოს შორის, 14 აგვისტოს, 18:30 წუთზე გაგრძელდება.

 

გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ, ეროვნული ლიგის დებულების შესაბამისად მიიღო.

 

11 აგვისტოს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული დაპირისპირება, მატჩის არბიტრმა 85-ე წუთზე შეწყვიტა. მიზეზი, სტუმარი გუნდის გულშემატკივრის მხრიდან სტადიონზე ნასროლი ასაფეთქებელი და ტრიბუნაზე გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება იყო.

 

85-ე წუთისთვის, ლოკომოტივი ტორპედოს ირაკლი სიხარულიძის დუბლით ამარცხებდა.

 

რაც შეეხება 11 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს. აღნიშნულზე, სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტი იმსჯელებს, რომლის სხდომაც სამშაბათს, 15 აგვისტოს ჩატარდება.

more news