ლოკომოტივი საბურთალოსთან დამარცხდა

ლოკომოტივი საბურთალოსთან დამარცხდა
18/03/2017

ლოკომოტივი საბურთალოსთან დამარცხდა

18 მარტს, საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში, თბილისის ლოკომოტივი საბურთალოსთან დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება, გიორგი დევდარიანის ფეხბურთელებმა 2:1 წააგეს.

 

თბილისურ დერბიში ანგარიში 23-ე წუთზე ჩვენი გუნდის ფორვარდმა, მამია გავაშელიშვილმა გახსნა. მასპინძლებმა წონასწორობა მე-40 წუთზე აღადგინეს. გოლი საბურთალოს კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა.

 

გამარჯვების გოლი, 73-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ გაიტანა. სამი ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 6 ქულით მეორე ადგილზეა.

 

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), რეხვიაშვილი, გაბაძე (არდაზიშვილი 75), ღონღაძე, ჭანტურია, კომახიძე, დიასამიძე, გავაშელიშვილი (მენთეშაშვილი 70), ქავთარაძე (კიკნაძე 73), სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

 

გაფრთხილება: უბილავა (18), კომახიძე (43)

არბიტრი: ბ.ნინუა

more news