17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივი სამტრედიაში დამარცხდა

17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივი სამტრედიაში დამარცხდა
25/10/2017

17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივი სამტრედიაში დამარცხდა

17 წლამდე, ოქროს ლიგის გათამაშებაში, ლოკომოტივის აკადემიის გუნდი სამტრედიაში დამარცხდა. 25 ოქტომბერს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება, პაატა გოცირიძის გუნდმა მინიმალური ანგარიშით წააგო.

მატჩის ერთადერთი გოლი, 48-ე წუთზე გიორგი ლომიძემ გაიტანა. 12 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 18 ქულით მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, გოცირიძის გუნდი, 29 ოქტომბერს, ზესტაფონის წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: მიქავა, გუგუნავა, კილასონია, ზუმბაძე, ქაჯაია (გოლუბიანი 76), ხუნჯგურუა, ნადარეიშვილი (კაპ), ნანობაშვილი, კერესელიძე (კანკია 48), ჩიჯავაძე (შიუკაშვილი 59), გაბეჩავა

მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე

არბიტრი: ილია ტუღუში (ლანჩხუთი)

more news