ლოკოს 15 წლმდე გუნდმა ცხინვალი დაამარცხა

ლოკოს 15 წლმდე გუნდმა ცხინვალი დაამარცხა
12/11/2017

ლოკოს 15 წლმდე გუნდმა ცხინვალი დაამარცხა

15 წლამდე, აღმოსავლეთ ზონის მე-13 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ცხინვალი დაამარცხა. 12 ნოემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ნიკა ფოცხვერიას გუნდმა 1:0 მოიგო.

სტუმრებს ერთადერთი გოლი, 56-ე წუთზე, გაბრიელ ხუციშვილმა გაუტანა. 13 ტურის შემდეგ, ლოკო 25 ქულით მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ფოცხვერიას გუნდი 35 საფეხბურთო სკოლის წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: კოზმავა, კაპანაძე, თაბუაშვილი, დუნდუა (გოგილაშვილი 65), სამყურაშვილი (ქადარია 43), ფარსადანაშვილი, კეკელიძე (კაპ), გაგნიძე (ებრალიძე 53), ნარიმანიძე (აბრამიშვილი 17), გაბრიელ ხუციშვილი, ნიკა ხუციშვილი

მთავარი მწვრთნელი: ნიკა ფოცხვერია

არბიტრი: თემურ კალაძე (სამტრედია)

more news