''მიხარია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე''

''მიხარია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე''
05/05/2017

''მიხარია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე''

ვატო არველაძემ ბათუმის დინამოსთან მოგებული მატჩი შეაფასა. 19 წლის თავდამსხმელი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

 

დინამოს კარში გატანილი ბურთი, არველაძისთვის სადებიუტოა ეროვნულ ლიგაში.

 

''საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. პირველი ტაიმის შემდეგ ვაგებდით, მაგრამ ბოლომდე ბრძოლის ხარჯზე, 3 ქულა ჩვენ მოვიპოვეთ.

 

მიხარია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. ეროვნულ ლიგაში პირველად გავიტანე და ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა თანაგუნდელებს, ასევე გულშემატკივარს, ასეთი კარგი გარემოს შექმნისთვის''. - ამბობს არველაძე.

 

5 მაისს, ბათუმში, რაგბი არენას სტადიონზე, ლოკომოტივმა ბათუმის დინამო 2:1 დაამარცხა. მასპინძლებს, გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე ვატო არველაძემ გაუტანა.

more news