15 წლამდე გუნდმა 35-ე სკოლის გუნდი დაამარცხა

15 წლამდე გუნდმა 35-ე სკოლის გუნდი დაამარცხა
19/11/2017

15 წლამდე გუნდმა 35-ე სკოლის გუნდი დაამარცხა

15 წლამდე, აღმოსავლეთ ლიგის უკანასკნელ ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდი დაამარცხა.

19 ნოემბერს, თბილისში გამართული მატჩი, ნიკა ფოცხვერიას გუნდმა 2:3 მოიგო.

ანგარიში მე-2 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. ლოკოს კარი დავით ბეგაშვილმა აიღო. მე-18 და 29-ე წუთებზე, ლოკომოტიის კაპიტანმა ლუკა კეკელიძემ დუბლი შეასრულა.

მე-60 წუთზე, 35-ე სკოლის გუნდმა წონასწორობა ლუკა ხაჩიძის გოლით აღადგინა. გამარჯვების გოლი, 72-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა სერგი აბრამიშვილმა გაიტანა.

14 ტურში, ლოკომოტივმა 28 ქულა მოაგროვა და ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა.

ლოკომოტივი: მახარაძე, სამყურაშვილი, თაბუაშვილი, ჩლაიძე, კაპანაძე, ავალიანი (ებრალიძე 58), ფარსადანაშვილი (აბრამიშვილი 54), გაგნიძე (ცეცხლაძე 45), გაბრიელ ხუციშვილი, კეკელიძე (კაპ), ნიკა ხუციშვილი

მთავარი მწვრთნელი: ნიკა ფოცხვერია

არბიტრი: დავით ფიფია (გალი)

more news