15 წლამდე ლიგა - ლოკომ სიონი დიდი ანგარიშით დაამარცხა

15 წლამდე ლიგა - ლოკომ სიონი დიდი ანგარიშით დაამარცხა
08/10/2017

15 წლამდე ლიგა - ლოკომ სიონი დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს 15 წლამდე, აღმოსავლეთ ლიგის მე-9 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ბოლნისის სიონი დაამარცხა. 8 ოქტომბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, ნიკა ფოცხვერიას გუნდმა 7:1 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პირველი ნახევარი 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-8 წუთზე ბოლნისელებმა გახსნეს, თავი გურამ ხარაიშვილმა გამოიჩინა. წონასწორობა 26-ე წუთზე, გაბრიელ ხუციშვილმა აღადგინა.

36-ე წუთზე, ლოკომოტივი შეცვლაზე შესულმა ოთო გაგნიძემ დააწინაურა. სიონს მესამე გოლი 41-ე წუთზე, დავით კაპანაძემ გაუტანა. ზუსტად ორ წუთში, გაგნიძემ დუბლის შესრულება მოახერხა.

48-ე, 50-ე და 55-ე წუთზე, ნიკა ხუციშილმა ბოლნისელებს ჰეთთრიკი შეუსრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ლოკომოტივი 17 ქულით მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ფოცხვერიას გუნდი 14 ოქტომბერს, სტურმად, ავაზას წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: მახარაძე, სამყურაშვილი, ჭოხონელიძე, ჩლაიძე, ქადარია (ფარსადანაშვილი 31), ავალიანი, აბრამიშვილი (გაგნიძე 24), კეკელიძე (კაპ) (გოგილაშვილი 46), კაპანაძე, გაბრიელ ხუციშვილი (ერქვანია 52), ნიკა ხუციშვილი (მანძულაშვილი 58)

მთავარი მწვრთნელი: ნიკა ფოცხვერია

არბიტრი: შოთა ვაწაძე

more news