15 წლამდე ლიგა - ლოკომოტივი დილასთან დამარცხდა

15 წლამდე ლიგა - ლოკომოტივი დილასთან დამარცხდა
30/04/2017

15 წლამდე ლიგა - ლოკომოტივი დილასთან დამარცხდა

საქართველოს 15 წლამდე ლიგის მე-6 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდი გორის დილას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

 

მატჩი 29 აპრილს, საგურამოს ბაზაზე გაიმართა. ერთადერთი გოლი, სტუმართა ფორვარდმა თეიმურაზ თერაზაშვილმა მატჩის მე-6 წუთზე გაიტანა.

 

დილასთან მატჩში, ვასილ მაისურაძის ნაცვლად, ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდს პაატა გოცირიძე ხელმძღვანელობდა. მაისურაძე, რომელიც საქართველოს 18 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია, გუნდთან ერთად შეკრებაზე იმყოფება.

 

ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდს 6 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს. ჩვენი აკადემიის გუნდი, მომდევნო მატჩს 6 მაისს, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი (U 15): მახარაძე, სამყურაშვილი (ერქვანია 68), ჭოხონელიძე, გაბრიელ ხუციშვილი, ქადარია (გოგილაშვილი 36), ფარსადანაშვილი, ნიკა ხუციშვილი, კეკელიძე, კვანტალიანი (ნოზაძე 44), შოშიტაშვილი (ბეგლარაშვილი 62), ქუცნიაშვილი

მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე

 

არბიტრი: თეიმურაზ კალაძე (სამტრედია)

more news