15 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკომ ტორპედო დაამარცხა

15 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკომ ტორპედო დაამარცხა
11/06/2018

15 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკომ ტორპედო დაამარცხა

15 წლამდე, ოქროს ლიგის პირველ ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ქუთაისის ტორპედო დაამარცხა. ქუთაისში გამართული მატჩი, ნიკა ფოცხვერიას გუნდმა 0-2 მოიგო.

ანგარიში 42-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა სერგი აბრამიშვილმა გახსნა. 63-ე წუთზე, ბექა ჩანქსელიანმა მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი სტუმრად, ბათუმის დინამოს წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: მახარაძე, ფაილოძე, ოდიშვილი, ჭოხონელიძე, ხვიჩია, ფარსადანაშვილი, ავალიანი, კეკელიძე (კაპ), ჩანქსელიანი, შოშიტაიშვილი (აბრამიშვილი 36), ქეცბაია (ბოგვერაძე 58)

მთავარი მწვრთნელი: ნიკა ფოცხვერია

არბიტრი: ზვიად ტუღუში (ბათუმი)

more news