15 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივის ფრე ოლიმპიკთან

15 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივის ფრე ოლიმპიკთან
10/09/2018

15 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივის ფრე ოლიმპიკთან

15 წლამდე, ოქროს ლიგის მე-7 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ოლიმპიკთან ფრე ითამაშა. 8 სექტემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი 1-1 დასრულდა.

ანგარიში 26-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. გოლი გიორგი გელსაურმა გაიტანა. ლოკომ წონასწორობა სამ წუთში აღადგინა, თავი ბექა ბაღდავაძემ გამოიჩინა.

7 ტურის შემდეგ, ლევან კორღალიძის გუნდი 12 ქულით მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლოკოს 15 წლამდე გუნდი 12 სექტემბერს, სფფ აკადემიის გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: მახარაძე, ჭოხონელიძე, კეშელავა, აბრამიშვილი, უდესიანი, ფარსადანაშვილი (სეხნიაშვილი 41), კეკელიძე (კაპ), ქეცბაია (ერქვანია 36), ჩანქსელიანი (შოშიტაიშვილი 43), ბაღდავაძე (გოგოლაძე 66), ბოგვერაძე (ინაიშვილი 41)

მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

არბიტრი: თემურ დადაჰავა (ოჩამჩირე)

more news