15 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკოს აკადემიის გუნდმა ზუგდიდში მოიგო

15 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკოს აკადემიის გუნდმა ზუგდიდში მოიგო
23/10/2018

15 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკოს აკადემიის გუნდმა ზუგდიდში მოიგო

15 წლამდე, ოქროს ლიგის მე-14 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა სფფ-ის ზუგდიდის აკადემიის გუნდი დაამარცხა. 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, ბაიას ბაზაზე გამართული მატჩი, ლევან კორღალიძის გუნდმა 0-4 მოიგო.

ანგარიში 27-ე წუთზე ბექა ქეცბაიამ გახსნა. ოთხ წუთში ბექა ბაღდავაძემ მასპინძელთა კარი მეორედ აიღო.

45-ე წუთზე საბა ბოგვერაძემ კიდევ ერთხელ გაიტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში ლოკოს კაპიტანმა, დავით ფარსადანაშვილმა 50-ე წუთზე დააფიქსირა.

14 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 25 ქულით მე-4 ადგილზეა.

ლოკომოტივი: მახარაძე, ფარსადანაშვილი (კაპ), ჭოხონელიძე, უდესიანი (ქადარია 50), ფაილოძე, ხვიჩია (კეშელავა 68), აბრამიშვილი (ერქვანია 61), ქეცბაია (ძირკველაშვილი 67), ბაღდავაძე, ჩანქსელიანი (გოგოლაძე 58), ბოგვერაძე (ინაიშვილი 55)

მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

არბიტრი: ირაკლი ხერხაძე (ქუთაისი)

more news