17 წლამდელებმა შუქურა დიდი ანგარიშით დაამარცხეს

17 წლამდელებმა შუქურა დიდი ანგარიშით დაამარცხეს
01/10/2017

17 წლამდელებმა შუქურა დიდი ანგარიშით დაამარცხეს

საქართველოს 17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-10 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ქობულეთის შუქურა დაამარცხა. 1 ოქტომბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, პაატა გოცირიძის ფეხბურთელებმა 6:0 მოიგეს.

ანგარიში პირველი ლუკა ხარძიანმა გახსნა. 17 წლამდე გუნდის ფორვარდმა, გოლი 45-ე წუთზე გაიტანა. 48-ე წუთზე, გუნდის კაპიტანმა ნიკოლოზ ნადარეიშვილმა სტუმრებს მეორე გოლი გაუტანა.

54-ე და 59-ე წუთებზე, ლოკომოტივმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხა. შუქურას კარი ჯერ თემო გაბუნიამ, შემდეგ კი ლუკა ხარძიანმა აიღო.

ლუკა ჯანაშიამ, 62-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მატჩის საბოლოო შედეგი 76-ე წუთზე აჩიკო შალამბერიძემ დააფიქსირა.

ლოკომოტივი 15 ქულით მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ჩვენი აკადემიის გუნდი 6 ოქტომბერს, დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: მიქავა, გუგუნავა, შიუკაშვილი, შალამბერიძე, ქაჯაია, ჯანაშია (აბრამიშვილი 64), ხუნჯგურუა, ნადარეიშვილი (კანკია 62), კუხიანიძე (კილასონია 41), ხარძიანი (ზუმბაძე 70), გაბუნია (კერესლიძე 70)

მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე

არბიტრი: შოთა ვაწაძე

more news