19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა შუქურას 7 უპასუხო გოლი გაუტანა

19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა შუქურას 7 უპასუხო გოლი გაუტანა
28/10/2017

19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა შუქურას 7 უპასუხო გოლი გაუტანა

19 წლამდე, ოქრის ლიგის მე-9 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, სტუმრად ქობულეთის შუქურა დაამარცხა. 28 ოქტომბერს გამართული დაპირისპირება, ვასილ მაისურაძის გუნდმა 0:7 მოიგო.

ანგარიში მე-2 წუთზე, ნუგო სპანდერაშვილმა გახსნა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე, რევაზ ინჯგიამ შუქურას კიდევ ერთი გოლი გაუტანა.

მეორე ნახევარში, მაისურაძის გუნდმა კიდევ 5 გოლი გაიტანა. 58-ე და 74-ე წუთებზე, მასპინძლებს დუბლი დავით კიკალიშვილმა შეუსრულა.

მე-80 და 81-ე წუთებზე, თავი შეცვლაზე შესრულმა ლუკა ხარძიანმა და გიორგი აბულაძემ გამოიჩინეს.

მატჩის საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე, ინჯგიამ დააფიქსირა. 9 ტურის შემდეგ, ვასილ მაისურაძის გუნდი, 21 ქულით, პირველ ადგილზეა.

ლოკომოტივი: გურგენიძე, კიკალიშვილი, ჯაფარიძე, ნიკოლეიშვილი, ქურდაძე, ნანობაშვილი, ქიმერიძე (კაპ) (აბულაძე 70), სილაგაძე (ობოლაძე 70), სპანდერაშვილი, ინჯგია, გაბუნია (ხარძიანი 56)

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

არბიტრი: ირაკლი ხერხაძე (ქუთაისი)

more news