19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ ბათუმის დინამო დიდი ანგარიშით დაამარცხა

19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ ბათუმის დინამო დიდი ანგარიშით დაამარცხა
07/10/2018

19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ ბათუმის დინამო დიდი ანგარიშით დაამარცხა

19 წლმადე, ოქროს ლიგის მე-9 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ბათუმის დინამო დაამარცხა. 6 ოქტომბერს, ბათუმში, ანგისას ბაზაზე გამართული მატჩი, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 5-1 მოიგო.

ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. მასპინძელთა მცველმა დავით ბალაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მე-17 წუთზე, ლოკოს კაპიტანმა ლუკა ჯანაშიამ მეორე გოლი გაიტანა.

43-ე და 45-ე წუთებზე თავის გამოჩენა ლევან გრძელიძემ და შოთა შეყილაძემ შეძლეს. 65-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა გიორგი გოგობერიშვილმა მასპინძლებს მეხუთე გოლი გაუტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში 69-ე წუთზე, ბათუმის დინამომ დააფიქსირა, 1-5.

9 ტურის შემდეგ, სულიკო დავითაშვილის გუნდი 27 ქულით პირველ ადგილზეა.

ლოკომოტივი: ლომიძე, ჯაფარიძე, შარიქაძე, ბუიღლიშვილი, ჯავახიშვილი, შეწირული, ჯანაშია (კაპ) (ნაჭყებია 67), ოქროპირიძე, შეყილაძე (გოგობერიშვილი 46), ოზბეთელაშვილი, გრძელიძე

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

არბიტრი: ბექა კუნჭულია (ქუთაისი)

more news