ლოკომოტივი 2-მა, აბულს 6 უპასუხო გოლი გაუტანა

ლოკომოტივი 2-მა, აბულს 6 უპასუხო გოლი გაუტანა
17/05/2017

ლოკომოტივი 2-მა, აბულს 6 უპასუხო გოლი გაუტანა

რეგიონული ლიგის მე-9 ტურში, თბილისის ლოკომოტივი 2-მა აბული დაამარცხა. 17 მაისს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, გიორგი მინაშვილის გუნდმა 6:0 მოიგო.

 

ანგარიში 39-ე წუთზე სანდრო ანდრონიკაშვილმა გახსნა. სტუმრებს, მეორე გოლი 54-ე წუთზე, თორნიკე მუზაშვილმა გაუტანა.

 

71-ე წუთზე, გიორგი ცერცვაძემ აბულს მესამე გოლი გაუტანა. 78-ე წუთზე ლაშა ოზბეთელაშვილმა, 81-ე წუთზე კი გოგა ლურსმანაშვილმა შეძლეს თავის გამოჩენა.

 

მატჩის უკანასკნელ წუთზე, ლაშა ოზბეთელაშვილმა მეექვსე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

 

9 ტურის შემდეგ, მინაშვილი 25 ქულით პირველ პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 2-მა სტუმრად, თბილისი სითის წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი 2: შეროზია, ჯაფარიძე, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ქებაძე, ლურსმანაშვილი (აბულაძე 70), მუზაშვილი, ანდრონიკაშვილი, ვარძელაშვილი (ქიმერიძე 54), წულეისკირი (ობოლაძე 46), ოზბეთელაშვილი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

 

არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი (ყვარელი)

more news