ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდმა რუსთავი დაამარცხა

ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდმა რუსთავი დაამარცხა
06/11/2017

ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდმა რუსთავი დაამარცხა

15 წლამდე, აღმოსავლეთ ლიგის მე-12 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა რუსთავი დაამარცხა. 5 ნოემბერს, რუსთავში გამათული დაპირისპირება, ნიკა ფოცხვერიას გუნდმა 1:3 მოიგო.

მე-18 წუთზე, ანგარიში გაბრიელ ჩლაიძემ გახსნა და ლოკომოტივი დააწინაურა. 23-ე წუთზე, მასპინძლებს მეორე გოლი დავით კაპანაძემ გაუტანა. რუსთაველებმა ერთი ბურთი 29-ე წუთზე გაქვითეს. თავი გიორგი ოკრიბელაშვილმა გამოიჩნა.

მატჩის საბოლოო შედეგი 58-ე წუთზე, ნიკა ხუციშვილმა დააფიქსირა. 12 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 22 ქულით მესამე ადგილზეა.

ლოკომოტივი: კოზმავა, სამყურაშვილი (ებრალიძე 34), თაბუაშვილი (ქადარია 26), ჭოხონელიძე, ჩლაიძე, ავალიანი (ფარსადანაშვილი 11), კეკელიძე, გაგნიძე (აბრამიშვილი 17), კაპანაძე, გაბრიელ ხუციშვილი (ნარიმანიძე 23), ნიკა ხუციშვილი

მთავარი მწვრთნელი: ნიკა ფოცხვერია

არბიტრი: გიორგი სამხარაძე (გორი)

more news