ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდს ლევან კორღალიძე გაწვრთნის

ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდს ლევან კორღალიძე გაწვრთნის
31/07/2018

ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდს ლევან კორღალიძე გაწვრთნის

თბილისის ლოკომოტივის აკადემიის 15 წლამდე გუნდს ლევან კორღალიძე გაწვრთნის. 38 წლის სპეციალისტი, პარალელურად ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის, ლაშა ჭაღიაშვილის ასისტენტი იქნება.

კორღალიძემ ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდში ნიკა ფოცხვერია შეცვალა, რომელმაც აკადემია დატოვა.

საფეხბურთო კარიერა ლანჩხუთის გურიაში 1996 წელს დაიწყო. სხვადასხვა დროს ლევანი რიგის სკონტოს, კიშინიოვის დაჩიასა და ზიმბრუს ღირსებას იცავდა. თამაშობდა ქუთაისის ტორპედოში, ბოლნისის სიონში, ზესტაფონსა და გორის დილაში.

2011 წელს, მოლდოვაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მადლობას ვუხდით ნიკა ფოცხვერიას გაწეული სამუშაოსთვის, ლევანს კი წარმატებას ვუსურვებთ სამწვრთნელო კარიერაში.

more news