ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდმა გაგრა დაამარცხა

ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდმა გაგრა დაამარცხა
18/03/2018

ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდმა გაგრა დაამარცხა

19 წლამდე ლიგის მესამე ტურში, ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა გაგრა დაამარცხა. 18 მარტს, თბილისში გამართული დაპირისპირება, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 0:3 მოიგო.

ანგარიში მე-9 წუთზე თორნიკე ძებნიაურმა გახსნა. 64-ე წუთზე ლევან გრძელიძემ მასპინძლებს მეორე გოლი გაუტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში, 83-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ივანე ოქროპირიძემ დააფიქსირა.

3 ტურის შემდეგ, ლოკოს 9 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს, დავითაშვილის გუნდი 25 მარტს, გორის დილასთან გამართავს.

ლოკომოტივი: კონცელიძე, ჯაფარიძე, სირაძე, ბუიღლიშვილი, კიკალიშვილი (ნაჭყებია 56), ძებნიაური, პაპიაშვილი (ფილფანი 69), ანდრონიკაშვილი, ინჯგია, გრძელიძე, შეყილაძე (ოქროპირიძე 46)

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

more news