ლოკომოტივის 5 ფეხბურთელი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში

ლოკომოტივის 5 ფეხბურთელი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში
09/10/2018

ლოკომოტივის 5 ფეხბურთელი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში

თბილისის ლოკომოტივის 5 ფეხბურთელი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში მიიწვიეს.

გიორგი მიქაძის შემადგენლობაში მთავარი გუნდიდან ზურიკო დავითაშვილი, 19 წლამდე გუნდიდან კი ლუკა ჯაფარიძე, ბექა ბუიღლიშვილი, რევაზ ინჯგია და შოთა შეყილაძე მოხვდა.

19 წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპამდე, დასკვნით შეკრებას თბილისში გამართავს.


ქართველი ფეხბურთელები საკვალიფიკაციო ეტაპის 1 ჯგუფში, აზერბაიჯანის, ისრაელისა და ლიხტენშტეინის 19 წლამდე ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ. ჯგუფის პირველ მატჩში საქართველო ლიხტენშტეინის ნაკრებს, 15 ნოემბერს დაუპირისპირდება.

more news