ლოკომოტივის აკადემიის 9 ფეხბურთელი 18 წლამდე ნაკრებში

ლოკომოტივის აკადემიის 9 ფეხბურთელი 18 წლამდე ნაკრებში
22/03/2017

ლოკომოტივის აკადემიის 9 ფეხბურთელი 18 წლამდე ნაკრებში

23-დან 26 მარტის ჩათვლით, საქართველოს 18 წლამდე ნაკრები პირველ შეკრებას ჩაატარებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძეა, რომელიც ამავდროულად ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდს წვრთნის.

 

18 წლამდე ნაკრები, შემოდგომაზე გასამართი (19 წლამდე ნაკრებებს შორის), ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ემზადება.

 

ვასილ მაისურაძემ შეკრებაზე თბილისის ლოკომოტივის აკადემიის 9 ფებურთელი მიიწვია, რომლებიც საქართველოს 19 წლამდე ლიგისა და რეგიონული ლიგის ჩემპიონატებში რეგულარულად თამაშობენ.

 

ლოკომოტივიდან, სანაკრებო შეკრებაზე გიორგი გურგენიძე, გიორგი ჭურღულაშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, თორნიკე ძებნიაური, აკაკი ქიმერიძე, სანდრო ანდრონიკაშვილი, სანდრო შეწირული, ლევან გრძელიძე და ლაშა ოზბეთელაშვილი არიან მიწვეულნი.

 

საქართველოს 18 წლამდე ნაკრები, პირველ ამხანაგურ მატჩს, 26 მარტს, ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ გაგრასთან გამართავს.

more news