ლოკომოტივის აკადემიის გუნდი ზამთრის თასზე იასპარეზებს

ლოკომოტივის აკადემიის გუნდი ზამთრის თასზე იასპარეზებს
08/01/2018

ლოკომოტივის აკადემიის გუნდი ზამთრის თასზე იასპარეზებს

თბილისის ლოკომოტივის აკადემიის 14 წლამდე გუნდი, რომელსაც ლუკა ხომასურიძე წვრთნის, ზამთრის თასზე მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტურნირი, რომელიც დავით პეტრიაშვილის სახელს ატარებს, სამდღიანია.

ლოკომოტივის გარდა, ზამთრის თასზე მონაწილეობას დინამო თბილისის, საბურთალოს, სფფ-ის აკადემიის გუნდი და 12 რეგიონალური ნაკრები მიიღებს.

მატჩები 12, 13 და 14 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ლოკო გ ჯგუფში სამეგრელოს, აჭარისა და რაჭის რეგიონალურ ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

 

 

more news