ლოკოს 15 წლამდე გუნდმა დილა დაამარცხა

ლოკოს 15 წლამდე გუნდმა დილა დაამარცხა
18/03/2018

ლოკოს 15 წლამდე გუნდმა დილა დაამარცხა

15 წლამდე ლიგის მე-4 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა გორის დილა დაამარცხა. 18 მარტს, გორში გამართული დაპირისპირება, ნიკა ფოცხვერიას გუნდმა 1:2 მოიგო.

ანგარიში მე-6 წუთზე თორნიკე შოშიტაიშვილმა გახსნა. 52-ე წუთზე, მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს. თავი ლუკა მამასახლისმა გამოიჩინა. შოშიტაიშვილმა, 62-ე წუთზე, დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ლოკოს 15 წლამდე გუნდი 12 ქულით პირველ პოზიციაზეა.

ლოკომოტივი: მახარაძე, ფაილოძე (აბრამიშვილი 59), ოდიშვილი, ჭოხონელიძე, ქადარია (ხვიჩია 47), ავალიანი, ფარსადანაშვილი, კეკელიძე (კაპ), ჩანქსელიანი, შოშიტაიშვილი, ქეცბაია (ბოგვერაძე 47)

მთავარი მწვრთნელი: ნიკა ფოცხვერია

more news