ლოკოს 19 წლამდე გუნდი ტორპედოსთან დამარცხდა

ლოკოს 19 წლამდე გუნდი ტორპედოსთან დამარცხდა
01/12/2017

ლოკოს 19 წლამდე გუნდი ტორპედოსთან დამარცხდა

19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-13 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდი ქუთაისის ტორპედოსთან დამარცხდა. 1 დეკემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით, 1:3 დასრულდა.

ირაკლი ბუღრიძის გოლით, ლოკომოტივი 55-ე წუთზე დაწინაურდა. 72-ე წუთზე სერგო კუხიანიძემ წონასწორობა აღადგინა.

86-ე წუთზე, ჯერ მერაბ მეგრელაძემ, ორ წუთში კი ჯემალ ზარნაძემ მოახერხეს ლევან კონცელიძის კარის აღება.

13 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 27 ქულით მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ვასილ მაისურაძის გუნდი ცხინვალის წინააღმდეგ, 10 დეკემბერს გამართავს.

ლოკომოტივი: კონცელიძე, ჯაფარიძე, ძებნიაური, ცერცვაძე, ჯანაშია, აბულაძე, ნანობაშვილი ბუღრიძე, ოზბეთელაშვილი, ქიმერიძე (კაპ) (ხარძიანი 46), სილაგაძე (გოგია 46)

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი (ყვარელი)

more news