ლოკოს 19 წლამდე გუნდმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა

ლოკოს 19 წლამდე გუნდმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა
08/12/2017

ლოკოს 19 წლამდე გუნდმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა

19 წლამდე, ოქროს ლიგის ბოლო, მე-14 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, სტუმდად, ცხინვალი დაამარცხა. 8 დეკემბერს, თბილისში გამართული დაპირისპირება, ვასილ მაისურაძის გუნდმა 0:3 მოიგო.

მასპინძლებს ჰეთთრიკი შეუსრულა რეზი ინჯგიამ. ლოკოს ფორვარდმა გოლები მე-5, 73-ე და 83-ე წუთებზე გაიტანა.

19 წლამდე, ოქროს ლიგა, მაისურაძის გუნდმა 30 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა.

ლოკომოტივი: კვირიკაშვილი, ცერცვაძე, ძებნიაური, ჯაფარიძე, კიკალიშვილი, ჯანაშია (ბუღრიძე 46), ნანობაშვილი, ქიმერიძე (კაპ), სპანდერაშვილი (ხარძიანი 84), ოზბეთელაშვილი (აბულაძე 69), ინჯგია

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

არბიტრი: დავით ფიფია (გალი)

more news