რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა ივერიას 6 უპასუხო გოლი გაუტანა

რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა ივერიას 6 უპასუხო გოლი გაუტანა
02/09/2017

რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა ივერიას 6 უპასუხო გოლი გაუტანა

რეგიონული ლიგის მე-12 ტურში, თბილისის ლოკომოტივი 2-მა, სტუმრად ხაშურის ივერია დაამარცხა. 2 სექტემბერს, ბორჯომში გამართული დაპირისპირება, ვლადიმერ ვაშაძის გუნდმა 6:0 მოიგო.

 

ანგარიში მე-5 წუთზე ლევან გრძელიძემ გახსნა და ლოკო დააწინაურა. 49-ე წდა 62-ე წუთებზე, ივერიას დუბლი ირაკლი ბუღიძემ შეუსრულა, რომელიც აღნიშნულ მატჩში ლოკოს კაპიტანი იყო.

 

ლოკომოტივი 2-ის შემადგენლობაში ითამაშა მთავარი გუნდის წევრმა, გირგი კიკნაძემ, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და დუბლი შეასრულა. გიორგიმ თავი 77-ე და 89-ე წუთებზე გამოიჩინა.

 

კიდევ ერთი გოლი, ასევე შეცვლაზე შესულმა ნიკოლოზ გაბრიჩიძემ, 86-ე წუთზე გაიტანა.

 

12 ტურის შემდეგ, ვლადიმერ ვაშაძის გუნდს 28 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ჩვენი აკადემიის გუნდი 11 სექტემბერს, სტუმრად ვიტ-ჯორჯია 2-თან გამართავს.

 

ლოკომოტივი 2: შეროზია, დუმბაძე, ძებნიაური, ცერცვაძე, ქებაძე, ლურსმანაშვილი, ჯანაშია, შეწირული, წულეისკირი (კიკნაძე 46), გრძელიძე (კანდელაკი 70), ბუღრიძე (კაპ) (გაბრიჩიძე 76)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე

 

არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი

more news