U 19 - ლოკომოტივმა რუსთავი ოზბეთელაშვილის ჰეთთრიკით დაამარცხა

U 19 - ლოკომოტივმა რუსთავი ოზბეთელაშვილის ჰეთთრიკით დაამარცხა
15/04/2017

U 19 - ლოკომოტივმა რუსთავი ოზბეთელაშვილის ჰეთთრიკით დაამარცხა

საქართველოს 19 წლამდე ლიგის მე-7 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, რუსთავი დაამარცხა.

 

15 აპრილს, ფოლადის სტადიონზე გამართული დაპირისპირება, გიორგი მინაშვილის ფეხბურთელებმა 3:0 მოიგეს.

 

მასპინძლებს, სამივე გოლი ლაშა ოზბეთელაშვილმა გაუტანა. ლოკომოტივის ფორვარდმა თავი 42-ე, 45-ე და 54-ე წუთებზე გამოიჩინა.

 

7 ტურის შემდეგ, ლოკომოტივს 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მინაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს, სტუმრად საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი (U 19): გურგენიძე, გელაშვილი, ანდრონიკაშვილი, ცერცვაძე, ნიკოლეიშვილი, შეწირული, ძებნიაური, გრძელიძე (გაბუნია 57), ობოლაძე, ბუღრიძე (აბულაძე 57), ოზბეთელაშვილი (წულეისკირი 57)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

 

გაფრთხილება: შეწირული (67)

არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო (სირია)

more news