ზურაბ ბაქრაძე - 17 წლამდე ნაკრებთან ერთად ყაზახეთში

ზურაბ ბაქრაძე - 17 წლამდე ნაკრებთან ერთად ყაზახეთში
30/08/2017

ზურაბ ბაქრაძე - 17 წლამდე ნაკრებთან ერთად ყაზახეთში

საქართველოს 17 წლამდე ნაკრები, ზედიზედ მეორე საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება. უკრაინაში, ვიქტორ ბანიკოვის თასის მოგების შემდეგ, გიორგი ნემსაძის გუნდი ყაზახეთში, პრეზიდენტის თასზე ითამაშებს.

 

ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ყაზახეთში გუნდთან ერთად ლოკომოტივის 17 წლამდე გუნდის კაპიტანი, ზურაბ ბაქრაძეც გაემგზავრება. ზურამ, უკრაინში გამართულ ტურნირზე, ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

რაც შეეხება პრეზიდენტის თასს; 17 წლამდე ნაკრები ა ჯგუფში, მასპინძელ ყაზახეთთან, თურქმენეთთან და ალბანეთთან მოხვდა.

 

ბ ჯგუფში, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი იასპარეზებენ. მატჩები 4-8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

more news