20 მაისი - ლოკომოტივის მატჩების ისტორია

20 მაისი - ლოკომოტივის მატჩების ისტორია
20/05/2017

20 მაისი - ლოკომოტივის მატჩების ისტორია

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურში, თბილისის ლოკომოტივი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება. მატჩი 20 მაისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე გაიმართება.

 

ეროვნული ლიგის ისტორიაში, 20 მაისს, ლოკომოტივს სამი მატჩი აქვს ჩატარებული.

 

პირველად, ლოკომოტივმა ზუსტად 10 წლის წინ, კახეთის თელავის წინააღმდეგ ითამაშა. გიორგი კიკნაძე უფროსის ხელმძღვანელობით, ლოკომოტივმა სტუმრად 5:1 მოიგო.

 

მეტოქეს გოლები ვლადიმერ გოჩაშვილმა, გიორგი ალავერდაშვილმა, შოთა ჩომხიძემ, პეტრე ბახტაძემ და მიხეილ სოსელიამ გაუტანეს.

 

2008 წლის 20 მაისს, ლოკომ ბათუმის დინამო დაამარცხა დიდი ანგარიშით. თბილისში გამართული დაპირისპირება, გიორგი კიკნაძის ფეხბურთელებმა 4:1 მოიგეს.

 

ბათუმელებს დუბლი რატი ალექსიძემ შეუსრულა, თითო-თითო გოლი კი თეიმურაზ ფარულავამ და გიორგი კვახაძემ გაიტანეს.

 

უკანასკნელად, 20 მაისს, ლოკომოტივმა 2010 წელს ითამაშა. გელა სანაიას ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი, სტუმრად, ვიტ-ჯორჯიასთან 3:0 დამარცხდა.

more news