26 მაისი თბილისის ლოკომოტივის ისტორიაში

26 მაისი თბილისის ლოკომოტივის ისტორიაში
26/05/2017

26 მაისი თბილისის ლოკომოტივის ისტორიაში

2005 წლის 26 მაისს, თბილისის ლოკომოტივმა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მოიგო. აღნიშნული ტიტული, ჩვენი გუნდისთვის ჯერ-ჯერობით უკანასკნელია.

 

12 წლის წინ გამართულ ფინალურ მატჩში, ლოკომ ზესტაფონი დაამარცხა. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ნოდარ აკობიას ფეხბურთელებმა მეტოქეს, ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

 

ფინალურ მატჩში, ანგარიში 55-ე წუთზე მიხეილ ბობოხიძემ გახსნა. 61-ე წუთზე, ნუკრი მანჩხავამ ზესტაფონს მეორე გოლი გაუტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

 

აღსანიშნავია, რომ ლოკომოტივის შემადგენლობაში, ამჟამად ჩვენი გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა ითამაშა.

 

შალვა ღონღაძემ კი, რომელიც ლოკომოტივის ფიზიკური მომზადების მწვრთნელია, ზესტაფონის შემადგენლობაში ითამაშა შეუცვლელად.

 

ლოკომოტივი: ზვიად სტურუა, როინ ონიანი, გიორგი ონიანი, მიხეილ მახვილაძე, ნუკრი მანჩხავა, დავით გიგაური, გიორგი სეთურიძე, ლევან სანიკიძე, ლაშა ქებაძე (გიორგი ყიფიანი), სირბილაძე (რამონ დე ანაია), მიხეილ ბობოხიძე (გიორგი კახელიშვილი)
მთავარი მწვრთნელი: ნოდარ აკობია

არბიტრი: ლევან ფანიაშვილი

ფოტო: ზურა გენგიური 

more news