28 მატჩი, 21 მოგება, 6 ფრე, 1 ლოკომოტივი

28 მატჩი, 21 მოგება, 6 ფრე, 1 ლოკომოტივი
09/03/2019

28 მატჩი, 21 მოგება, 6 ფრე, 1 ლოკომოტივი

თბილისის "ლოკომოტივმა" ქუთაისის "ტორპედოს" 27 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. 

ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის მესამე ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის ტორპედო გათამაშების ლიდერის სტატუსით ლოკომოტივს მასპინძლობდა. პირველ ორ ტურში ტორპედოს მოპოვებული გამარჯვებების გარდა მასპინძლების ფავორიტობას მათი შთამბეჭდავი 27 თამაშიანი წაუგებელი სერიაც უსვამდა ხაზს. 

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მატჩი გამოსარჩევი მწვრთნელების ტაქტიკური ჭიდილით იყო, გუნდებს უჭირდათ ხანგრძლივი უპირატესობის მოპოვება. ტორპედო მასპინძლის სტატუსით აქტიურობდა და რამდენჯერმე კარგი მომენტი შექმნა სტუმრები კართან, თუმცა ლოკოს მეკარე დემეტრე ბულისკერია საიმედოდ თამაშობდა. ერთ ეპიზოდში ბულისკერიამ ბურთი ზედიზედ სამჯერ მოიგერია. თავის მხრივ ლოკომოტივმაც შექმნა რამდენიმე მომენტი, როინ კვასხვაძის კარგი თამაშისა და ოდნავი უიღბლობის გამო პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. 

 

მეორე ნახევარიც მსგავსი სცენარით წარიმართა. ტორპედო და ლოკომოტივი შეტევებს ცვლიდნენ. შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე კაპანაძებ, ფაქტობრივად, ცარიელ კარში ვერ გაიტანა. ამის საპირისპიროდ ლოკომოტივმა თავისი მომენტი გამოიყენა, დავით ჯიქიას შესანიშნავი პასი ფლანგზე კირკიტაძეზე გავიდა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში ჩააწოდა და უყურადღებოდა დარჩენილმა თემურ შონია თავური დარტყმით ანგარიში გახსნა 0:1. 

 

ტორპედომ გათანაბრება სცადა, მაგრამ მათ შეტევებს სიმწვავე აკლდა, ყოველ ჯერზე ლოკოს მცველები ან ბურთს იგერიებდნენ ან მეკარე მშვიდად იღებდა. მატჩის მიწურულს ტორპედო თითქმის მთელი გუნდით მეტოქის ნახევარზე გადავიდა და ლოკომოტივს შესატევი სივრცეები გაუჩნდა, რამდენჯერმა სცადეს სტუმრები სწრაფად გაქცევა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე ლუკა კიკაბიძე ფლანგზე დარჩენილ სივრცეში შეიჭრა, ჩამოიტოვა მცველი და ბურთი დაბალ კუთხეში გადაგზავნა 0:2. ლოკომოტივმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპვა და ტორპედოს წაუგებელი სერია შეწყვიტა. 

3 ტურის შემდეგ თბილისის ლოკომოტივს 6 ქულა აქვს და ამ დროისთვის გათამაშების ცხრილს ლიდერობს, ამდენივე ქულით ტორპედო მესამე ადგილს იკავებს.

ლოკომოტივი: ბულისკერია, ჭანტურია, ძებნიაური, გურეშიძე, კირკიტაძე, უბილავა, სამურკასოვი(გვალია 68), შონია, არდაზიშვილი(კიკაბიძე 78), სიხარულიძე, ინჯგია( ჯიქია 8)

more news