3 წლიანი კონტრაქტი სანდრო შეწირულთან

3 წლიანი კონტრაქტი სანდრო შეწირულთან
04/08/2018

3 წლიანი კონტრაქტი სანდრო შეწირულთან

თბილისის ლოკომოტივმა 19 წლის ნახევარმცველ, სანდრო შეწირულთან პროფესიონალური ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტი 3 წლიანია და სანდრო ლოკოში 2021 წლის აგვისტომდე ითამაშებს.

შეწირული ლოკომოტივის მთავარ გუნდში მინდინარე წელს დაწინაურდა. იგი მუდმივად ვარჯიშობს მთავარ გუნდთან ერთად, ოფიციალურ მატჩებს კი 19 წლამდე გუნდის შემადგენლობაში ატარებს. გასულ წელს, იგი თამაშობდა როგორც 19 წლამდე გუნდის, ისე ლოკომოტივი 2-ის შემადგენლობაში.

2016 წელს, მან ლოკომოტივის 17 წლამდე გუნდთან ერთად, საქართველოს ჩემპიონატი მოიგო.

სანდროს, საქართველოს 17 წლამდე ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული. ამჟამად იგი 20 წლამდე ნაკრების წევრია.

more news