ამხანაგური მატჩი გაგრასთან

ამხანაგური მატჩი გაგრასთან
07/10/2017

ამხანაგური მატჩი გაგრასთან

თბილისის ლოკომოტივმა, 7 ოქტომბერს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ გაგრასთან, ამანაგური მატჩი გამართა.

საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, გიორგი დევდარიანის გუნდმა მინიმალური ანგარიშით წააგო.

მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ ირაკლი სიხარულიძეს, ვატო არველაძეს, დავით სამურკასოვსა და ბექა ქურდაძეს. ისინი საქართველოს ეროვნულ და 21 წლამდე ნაკრებთან ერთად, მომავალი მატჩებისთვის ემზადებიან.

ლოკოს შემადგენლობაში, აკადემიის ხუთმა წევრმა, გობრონიძემ, მუზაშვილმა , ფირცხალავამ, ოზბეთელაშვილმა და გაბრიჩიძემ ითამაშა.

მატჩის ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანა.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ) (გაბაძე 46), რეხვიაშვილი (ლ.ქურდაძე 46), კობახიძე (ხიდეშელი 46), ღონღაძე (ჭანტურია 46), ჩიტეიშვილი, გვალია, ქავთარაძე (გაბრიჩიძე 46), გოროზია (ვარძელაშვილი 46), გობრონიძე (ფირცხალავა 46), ოზბეთელაშვილი (მუზაშვილი)

 

more news