არდაზიშვილი სარეაბილიტაციო კურსს რიგაში გაივლის

არდაზიშვილი სარეაბილიტაციო კურსს რიგაში გაივლის
28/09/2017

არდაზიშვილი სარეაბილიტაციო კურსს რიგაში გაივლის

თბილისის ლოკომოტივის ნახევარმცველი, რატი არდაზიშვილი სარეაბილიტაციო კურსს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაივლის.

19 წლის ფეხბურთელი რიგაში 29 სექტემბერს გაემგზავრება. ლატვიის დედაქალაქში, რეაბილიტაციის პირველ ეტაპს, არდაზიშვილი ერთი თვის მანძილზე, ORTO Clinic-ში გაივლის.

კურსის დასრულების შემდეგ, არდაზიშვილი საქართველოში დაბრუნდება და მკურნალობას ლოკომოტივის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს.

არდაზიშვილმა ტრავმა 11 ივნისს, საქართველოს 19 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მიიღო. რატის მარჯვენა მუხლზე, ჯვარედინი მყესები გაუწყდა.

მას ოპერაცია MediClubGeorgia-ში, 16 აგვისტოს ჩაუტარდა.

more news