ბოლო ამხანაგური მატჩი ეროვნული ლიგის დაწყებამდე

ბოლო ამხანაგური მატჩი ეროვნული ლიგის დაწყებამდე
24/02/2018

ბოლო ამხანაგური მატჩი ეროვნული ლიგის დაწყებამდე

თბილისის ლოკომოტივმა, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა. 24 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი, ლიგა 3-ის წარმომადგენელ დუშეთის არაგვს დაუპირისპირდა. მატჩი უგოლოდ დასრულდა.

პირველ ტაიმში, გატანა მამია გავაშელიშვილსა და ლაშა ოზბეთელაშვილს შეეძლოთ, მეორე ნახევარში კი დავით ჯიქიასა და ვატო არველაძეს ჰქონდათ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი. 

ლოკომოტივი ეროვნული ლიგის, 2018 წლის გათმაშების პირველ ტურში, სამტრედიას დაუპირისპირდება. მატჩი 4 მარტს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 13:30 წუთზე გაიმართება.

ლოკომოტივი: თევდორაძე (კაპ), კიკალიშვილი (გაბაძე 46), ქურდაძე (ჭანტურია 46), ხიდეშელი (შონია 46), კომახიძე (უბილავა 46), გვალია, შეწირული (სამურკასოვი 46), კობახიძე (დავითაშვილი 46), კიკაბიძე (კიკნაძე 46), ოზბეთელაშვილი (ჯიქია 46), გავაშელიშვილი (არველაძე 46)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

more news