დავითაშვილი ლოკომოტივში ითამაშებს

დავითაშვილი ლოკომოტივში ითამაშებს
14/03/2019

დავითაშვილი ლოკომოტივში ითამაშებს

ზუკა დავითაშვილი ლოკომოტივში დაბრუნდა.  ფეხბურთელსა და კლუბს შორის 1 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. დავითაშვილი ლოკომოტივს 2018 წელს თბილისის "დინამოდან" შეუერთდა. 2018 წლის სეზონში მან 19 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. 

დავითაშვილი 2019 წლის დასაწყისში ყაზანის "რუბინში" ისინჯებოდა, გუნდთან ერთად შეკრებაც გაიარა და მთავარი მწვრთნელის ყურბან ბერდიევის სიმპატიაც დაიმსახურა, თუმცა მხარეები კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ და ზუკა საქართველოში დაბრუნდა. 

more news