ფრე ეროვნული ლიგის ლიდერთან

ფრე ეროვნული ლიგის ლიდერთან
10/06/2018

ფრე ეროვნული ლიგის ლიდერთან

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა საბურთალოს უმასპინძლა და ფრე ითამაშა. 10 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება 1-1 დასრულდა.

საბურთალოსთან მატჩს, ლოკომოტივი საკადრო ცვლილებებით შეხვდა. დისკვალიფიცირებული უჩა ლობჟანიძის ადგილი, დაცვის ცენტრში ლევან ქურდაძემ დაიკავა.

დისკვალიფიკაციის გამო, მატჩი გამოტოვა თორნიკე ძებნიაურმაც, რომლის ადგილი დავით უბილავამ დაიკავა. ტრავმირებული დავით სამურკასოვი ლაშა გვალიამ შეცვალა.

ძირითად შემადგენლობაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ირაკლი კომახიძე.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. საჯარიმოში ირაკლი კომახიძემ წესები დაარღვია და მთავარმა მსაჯმა ლოკოს კარში პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ვაგნერ გონსალვეშმა შეასრულა.

ლოკომ ანგარიში 63-ე წუთზე გაათანაბრა. დავით უბილავას გადაცემის შემდეგ, ლუკა კიკაბიძემ ულამაზესი გოლი გაიტანა.

ამ ეპიზოდის შემდეგ, საბურთალოს გატანა შეეძლო, მაგრამ გეგა დიასამიძეს ლუკა შეროზიამ აჯობა.

74-ე წუთზე, გოლის ავტორი ლუკა კიკაბიძე რატი არდაზიშვილმა შეცვალა, რომელმაც ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

14 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 15 ქულით მე-7 ადგილზეა.

ლოკომოტივი: შეროზია, კომახიძე (ღონღაძე 69), ქურდაძე, ნ.ჭანტურია, გაბაძე, გვალია, უბილავა (კაპ), კობახიძე (ინჯგია 90+2), კიკაბიძე (არდაზიშვილი 74), ჯიქია

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: კობახიძე (32), არდაზიშვილი (78), უბილავა (83)

არბიტრი: პაპუნა მაჭარაძე

more news