ეროვნული ლიგის ბომბარდირი ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს

ეროვნული ლიგის ბომბარდირი ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს
27/09/2017

ეროვნული ლიგის ბომბარდირი ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს

თბილისის ლოკომოტივის ფორვარდი, ირაკლი სიხარულიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია მიწვეული. ვლადიმირ ვაისმა, ეროვნული ნაკრების შემადგენლობა, რომელშიც ჩვენი გუნდის ფორვარდიც მოხვდა, 27 სექტემბერს დაასახელა.

საქართველოს ნაკრები 6 და 9 ოქტომბერს, უელსისა და სერბეთის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.

უელსელების წინააღმდეგ, ქართველი ფეხბურთელები 6 ოქტომბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე იასპარეზებენ. სერბებს კი 9 სექტემბერს, ბელგრადში დაუპირისპირდებიან.

ეროვნული გუნდი აღნიშნული მატჩებისთვის მზადებას 2 ოქტომბერს დაიწყებს.

more news