ირაკლი სიხარულიძე ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს

ირაკლი სიხარულიძე ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს
27/08/2017

ირაკლი სიხარულიძე ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს

თბილისის ლოკომოტივის ფორვარდი, ირაკლი სიხარულიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს.

 

ვლადიმირ ვაისმა, ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა 21 აგვისტოს დაასახელა. დღეს, ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, ნაკრების საბოლოო 26 კაციან შემადგენლობაში მოხვდა.

 

ირაკლის, ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 19 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ ლოკოს ფორვარდმა 8-ჯერ მოახერხა დუბლის შესრულება.


საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან, საშინაო და ავსტრიასთან, სტუმრად გასამართი მატჩებისთვის თბილისში, 28 აგვისტოდან მოემზადება. ვაისის გუნდი სასტუმრო ჰუალინგში იცხოვრებს.

 

2 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, საქართველოს ეროვნული გუნდი ირლანდიის, 5 სექტემბერს კი სტუმრად, ვენაში, ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

more news