ლოკომოტივმა სიონთან ქულები დაკარგა

ლოკომოტივმა სიონთან ქულები დაკარგა
17/06/2018

ლოკომოტივმა სიონთან ქულები დაკარგა

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში, თბილისის ლოკომოტივი ბოლნისის სიონთან დამარცხდა. 17 ივნისს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მინიმალური ანგარიშით წააგო.

მატჩის ერთადერთი გოლი, 44-ე წუთზე, ზვიად სიხარულიამ გაიტანა.

სიონთან, ლოკომოტივს ოთარ კობახიძე აკლდა, რომელიც განაცხადში დისკვალიფიკაციის გამო არ ყოფილა.

ანგარიშის გახსნა ლოკოს ორჯერ შეეძლო, პირველ შემთხვევაში მამია გავაშელიშვილის დარტყმას სიონის მცველი გადაეფარა, მეორე შემთხვევაში კი ლაშა გვალიას უმტყუნა მიზანმა.

მეორე ნახევარში, ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი შეცვლაზე შესულ დავით სამურკასოვს ჰქონდა - მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.

სამურკასოვის გარდა, ჭაღიაშვილმა თამაშში ირაკლი კომახიძე და რეზი ინჯგია ჩართო, თუმცა ლოკოს რეალური საგოლე მომენტების შექმნა გაუჭირდა.

15 ტურის შემდეგ, ჩვენ გუნდს 15 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. მომდევნო ტურში, ლოკო კოლხეთი 1913-ს დაუპირისპირდება. მატჩი 22 ივნისს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 18:00 საათზე გაიმართება.

ლოკომოტივი: შეროზია, უბილავა (კაპ), ლობჟანიძე, ნ.ჭანტურია, გაბაძე, გვალია, ძებნიაური, არდაზიშვილი (კომახიძე 78), კიკაბიძე (სამურკასოვი 56), გავაშელიშვილი, ჯიქია (ინჯგია 73)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: ლობჟანიძე (43), გვალია (82)

არბიტრი: ბაკურ ნინუა

more news