"თბილისის ლოკომოტივი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა"

"თბილისის ლოკომოტივი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა"
31/05/2018

"თბილისის ლოკომოტივი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა"

"ძალიან გვახარებს ის ფაქტი რომ თბილისის ლოკომოტივი, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, ჩვენთან ერთად არის" - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.

მემორანდუმი თბილისის ლოკომოტივს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის, 30 მაისს, სფფ-ის ოფისში გაფორმდა.

თანამშრომლობა ფეხბურთში გოგონების ჩართულობის წახალისებას, სპორტში თანასწორობის დამკვიდრებისა და მოზარდი გოგონებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს.


"ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ თბილისის ლოკომოტივი, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, ჩვენთან ერთად არის და მემორანდუმი სამ მხარეს შორის გაფორმდა.

ჩვენი სამომავლო პროექტები მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას, ესენია: მამაკაცების ჩართულობის გაზრდა გენდერული თანასწორობის მისაღწევად და გოგონების ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მოზარდი გოგონების გაძლიერებისათვის.

აქედან გამომდინარე, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გაეროს მოსახლეობის ფონდს და თბილისის ლოკომოტივს". - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა.

სფფ-ისა და თბილისის ლოკომოტივის ხელშეწყობით, ფეხბურთელები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას UNFPA-ს (გაეროს მოსახლეობის ფონდი) ისეთ აქტივობებში, რომელიც მიზნად გენდერული თანასწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს.

more news