ლოკომოტივი VS საბურთალო - ისტორია

ლოკომოტივი VS საბურთალო - ისტორია
11/05/2017

ლოკომოტივი VS საბურთალო - ისტორია

ეროვნული ლიგის მე-12 ტურში, თბილისის ლოკომოტივი ზედიზედ მეორე თბილისურ დერბის გამართავს. გიორგი დევდარიანის გუნდი, 14 მაისს საბურთალოს დაუპირისპირდება.

 

მატჩი მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 13:30 წუთზე დაიწყება. მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში, ლოკომოტივი ერთადერთხელ სწორედ საბურთალოსთან დამარცხდა.

 

2017 წლის 18 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება, მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

 

აღნიშნული მატჩის გათვალისწინებით, ლოკომოტივი და საბურთალო, ეროვნულ ლიგაში, ერთმანეთს სულ სამჯერ შეხვდნენ.

 

პირველი მატჩი 2015 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა. ჟერარდ სარაგოსას ხელმძღვანელობით, ლოკომოტივმა საბურთალო 3:2 დაამარცხა. სტუმრებს გოლები დავით უბილავამ, შერმადინ ართმელაძემ და ალექსი ბენაშვილმა გაუტანეს.

 

თბილისური დერბი, ფრედ ერთხელ, 2016 წლის 10 აპრილს დასრულდა. აღნიშნულ მატჩში გოლი არ გასულა.

 

12 ტურის წინ, ლოკომოტივი 21 ქულით მეორე პოზიციაზეა, საბურთალოს კი 16 ქულა აქვს და მე-5 ადგილს იკავებს.

more news