ლოკომოტივი VS შუქურა - ისტორია

ლოკომოტივი VS შუქურა - ისტორია
25/05/2017

ლოკომოტივი VS შუქურა - ისტორია

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში, თბილისის ლოკომოტივი, გათამაშების აუტსაიდერ ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდება. მატჩი 28 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 13:00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნული ლიგის ისტორიაში, ლოკო შუქურას 5-ჯერ დაუპირისპირდა. ორჯერ გამარჯვება ჩვენმა გუნდმა მოიპოვა, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ერთხელ ქობულეთელებმა მოიგეს.

 

მიმდინარე ეროვნული ლიგის პირველ წრეში, ლოკომოტივმა შუქურა 5:0 დაამარცხა. აღნიშნული მატჩი 8 აპრილს, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

 

შუქურას ორ-ორი გოლი ირაკლი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა გაუტანეს, ერთი ბურთი კი ნოდარ ქავთარაძის ანგარიშზეა.

 

პირველად, ლოკომოტივი და შუქურა ერთმანეთს 2015 წლის 25 სექტემბერს დაუპირისპირდნენ. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. მაშინ, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე იყო.

 

აღსანიშნავია, რომ ლოკომოტივმა 5 მატჩში, შუქურას 8 გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი 3 მიიღო.

more news