ლოკომოტივი კოლხეთი 1913-თან დამარცხდა

ლოკომოტივი კოლხეთი 1913-თან დამარცხდა
20/04/2018

ლოკომოტივი კოლხეთი 1913-თან დამარცხდა

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში, თბილისის ლოკომოტივი ფოთის კოლხეთთან დამარცხდა. 20 აპრილს, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ჩვენმა გუნდმა 3:1 წააგო.

ბოლნისის სიონთან მარცხის შემდეგ, ლაშა ჭაღიაშვილმა ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი შეცვალა. ტრავმის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა გუნდის კაპიტანი დავით უბილავა, რომელმაც ასევე ტრავმირებული ირაკლი კომახიძე შეცვალა.

სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა ნიკა ჭანტურიამ, რომლის ადგილი დაცვის ცენტრში დაჩი ცნობილაძემ დაიკავა, მარჯვენა ფლანგზე კი თეიმურაზ ღონღაძე გიორგი გაბაძემ შეცვალა.

ტრავმირებული ვატო არველაძე რომან ჭანტურიამ შეცვალა, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა. ძირითად შემადგენლობაში ითამაშა დავით ჯიქიამაც.

ანგარიში ლოკომოტივმა, მე-7 წუთზე გახსნა. გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით თეიმურაზ შონიამ გაიტანა. პენალტი მსაჯმა რომან ჭანტურიაზე, უხეში თამაშისთვის დანიშნა.

მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს. მე-16 წუთზე, იაროსლავ კვასოვმა პენალტით შეძლო წონასწორობის აღდგენა. 25-ე წუთზე კოლხეთი, კაპიტანმა გიორგი კილასონიამ დააწინაურა.

ლოკოს ანგარიშის გათანაბრება რამდენჯერმე შეეძლო. კარგი მომენტები ჰქონდათ რომან ჭანტურიას და თეიმურაზ შონიას. ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს, ორივე შემთხვევაში მასპინძელთა მეკარემ აჯობა.

მეორე ნახევარში, ლაშა ჭაღიაშვილმა სამივე ცვლილება გამოიყენა და შეტევა გააძლიერა. დავით ჯიქიას ნაცვლად, თამაშში ოთარ კობახიძე ჩაერთო, გიორგი კიკნაძემ კი დავით სამურკასოვი შეცვალა. ლოკოს შემადგენლობაში მეორე მატჩი ჩაატარა თორნიკე ძებნიაურმა, რომელიც მოედანზე ლაშა გვალიას ნაცვლად შევიდა.

67-ე წუთზე, ლოკოს მცველთა შეცდომა ილია მიხალიოვმა გამოიყენა და მესამე გოლი გაიტანა.

7 ტურის შემდეგ, ლოკომოტივს 4 ქულა აქვს. მომედვნო მატჩს, ჩვენი გუნდი დილას წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 26 აპრილს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 15:00 საათზე გაიმართება.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ცნობილაძე, ლობჟანიძე, გაბაძე, გვალია (ძებნიაური 70), შონია, სამურკასოვი (კიკნაძე 70), ჯიქია (კობახიძე 62), რ.ჭანტურია, გავაშელიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: ლობჟანიძე (56), უბილავა (66), კობახიძე (78), რ.ჭანტურია (90+3)

არბიტრი: გიორგი კიკაჩეიშვილი

more news