ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა ზამთრის თასის შესახებ ისაუბრა

ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა ზამთრის თასის შესახებ ისაუბრა
13/01/2018

ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა ზამთრის თასის შესახებ ისაუბრა

დავით პეტრიაშვილის სახელობის, ზამთრის თასზე, ლოკომოტივის თამაში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ჭაღიაშვილმა შეაფასა.

ჯგუფურ ეტაპზე, ლოკომ მარტვილის მერანი და ცხინვალი, მეოთხედფინალში კი ბოლნისის სიონი დაამარცხა.

"ფეხბურთელების თამაშით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით მეოთხედფინალში, ბოლნისის სიონის სახით კარგი გუნდი გამოვთიშეთ ასპარეზობას.

მათ მაქსიმუმი გააკეთეს და კარგად ითამაშეს, რაც მთავარია ჩემი ფეხბურთელები მოტივირებულები იყვნენ და ამან განაპირობა, რომ გუნდი ნახევარფინალშია.

ნახევარფინალური მატჩი, ლოკომოტივსა და ვიტ-ჯორჯიას შორის თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 14 იანვარს, 10:45 წუთზე გაიმართება.

more news