ლოკომოტივმა სიონი დაამარცხა

ლოკომოტივმა სიონი დაამარცხა
17/02/2018

ლოკომოტივმა სიონი დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა, ამხანაგურ მატჩში, ბოლნისის სიონი დაამარცხა. 17 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 2:0 მოიგო.

ორივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. 21-ე წუთზე, დავით ჯიქიას გადაცემით, ანგარიში ლოკოს კაპიტანმა, დავით უბილავამ გახსნა.

მატჩის საბოლოო ანგარიში, 33-ე წუთზე ჯიქიამ დააფიქსირა. საგოლე გადაცემა დავით სამურკასოვის ანგარიშზეა.

სასიხარულოა, რომ გუნდს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მამია გავაშელიშვილი დაუბრუნდა. 23 წლის ფორვარდმა, სიონის წინააღმდეგ, დაახლოებით 20 წუთი ითამაშა.


ლოკომოტივი:
თევდორაძე (შეროზია 67), უბილავა (კაპ) (კომახიძე 46), ხიდეშელი (ძებნიაური 70), ქურდაძე, გაბაძე (კიკალიშვილი 46), გვალია , სამურკასოვი (შეწირული 80), შონია (ოზბეთელაშვილი 80), კიკნაძე (კიკაბიძე 56), ჯიქია (კობახიძე 60), არველაძე (გავაშელიშვილი 70)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

more news