"ლოკომოტივში მუშაობა ჩემთვის კარგი გამოცდილება იქნება"

"ლოკომოტივში მუშაობა ჩემთვის კარგი გამოცდილება იქნება"
27/07/2017

"ლოკომოტივში მუშაობა ჩემთვის კარგი გამოცდილება იქნება"

ზურაბ ხიზანიშვილმა ლოკომოტივში დაბრუნების შემდეგ, კლუბის ვებგვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა. 35 წლის მწვრთნელმა, უკვე მიიღო მონაწილეობა გუნდის საწვრთნელ პროცესში.

 

"15 წელზე მეტი გავიდა, მას შემდეგ რაც ლოკომოტივიდან სათამაშოდ შოტლანდიაში გადავედი. მიხარია, რომ ლოკოში დავბრუნდი და ამჯერად მწვრთნელის რანგში ვიმუშავებ.

 

სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპზე ვარ და ასეთ გუნდში მუშაობა ჩემთვის კარგი გამოცდილება იქნება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გუნდს გიორგი დევდარიანი წვრთნის. იმედი მაქვს ლოკომოტივს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარები". - ამბობს ხიზანიშვილი.

 

ზურამ ლოკომოტივთან წელიწადნახევარიანი კონტრაქტი გააფორმა. 

more news